MC Product Spirit-ის მონაწილეობა საქველმოქმედო აუქციონში

კომპანია MC Product Spirit-მა საქველმოქმედო აუქციონში მიიღო მონაწილეობა და თავისი 60 წლის კონიაკის წარდგენა გააკეთა. კიევში, 2018 წლის 9 დეკემბერს, კამალიამ მე-5 საქველმოქმედო საღამოს სასტუმრო ჰილტონში უმასპინძლა. მთავარი ღონისძიება საქველმოქმედო აუქციონი იყო, რომელმაც ბავშვთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ცენტრისთვის 1 მილიონ 656 ათასი გრივნა შეაგროვა.

ამ აუქციონის წყალობით, 200 000 ევროს ღირებულების, გერმანული კომპანია Maquet-ის წარმოების 3 ერთეული უნივერსალური სავენტილაციო სადგური “Servo-I”-ს დონაცია გახდა შესაძლებელი.

აუქციონზე გამოტანილი ერთ-ერთი ლოტი იყო იშვიათი, შეზღუდული რაოდენობის უნიკალური კონიაკი MC Product Spirit-ისგან. კონიაკი გაიყიდა 4000 დოლარად! MC Product Spirit პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქველმოქმედო პროექტებს უჭერს მხარს, რომლებიც ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტი მსგავს ღონისძიბებში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს!

გამოიწერეთ სიახლეები

PLEASE ENTER YOUR DATE OF BIRTH